skip to content
ახალი ამბები

სასამართლომ ორი დაკავებული ჩეჩენი გაამართლა

(თბილისი, 18 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საოლქო სასმართლოში დასრულდა ქართველი მესაზღვრეების მიერ დაკავებული ორი ჩეჩენის ასლან ხანჩუკაევის და ადლენ მაგომედოვის სასამართლო პროცესი, სადაც მოსამართლემ მთვარია მკევლიშვილმა მათ წინაშე წაყენებული ბრალდებები ბათილად ცნო.

სასამართლოს გადაწყვეტილებას უპრეცედენტო შემთხვევად მიიჩნევს ჩეჩნების ადვოკატი აჩიკო ჩოფიკაშვილი. მისი განცხადებით, პროკურატურას უფლება აქვს საოლქო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივროს უზენაეს სასამართლოში. 

ეს ორი ჩეჩენი იმ 13 დაკავებულთა შორის იყო, რომლებიც 2002 წლის 3-5 აგვისტოს დააკავეს მესაზღვრეებმა საქართველო-რუსეთის საზღვართან. მათ ბრალი ედებათ საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთაში და იარაღის უკანონო ტარებაში.

დარჩენილია ასევე ერთი ჩეჩენი ისაევი, რომლის სასამართლო პროცესი 24 ივლისისთვისაა დანიშნული. ამ სამი ჩეჩენის ექსტრადირება რუსეთის მხარეს არ მოუთხოვია. გამართლების მიუხედავად ჩეჩნების გათავისულფება შესაძლოა ჯერ ვერ მოხერხდეს, ვინაიდან მათ ბრალი ედებათ 4 ოქტომბერს ციხეში მომხდარ არეულობაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button