ახალი ამბები

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე შევარდნაძეს შეხვდა

(თბილისი, 7 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ელიზაბეტ ჯონსი 7 ივლისს სახელმწიფო კანცელარიაში საქართველოს პრეზიდენტს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა.

იგი საქართველოში აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივან ჯეიმს ბეიკერთან ერთად ჩამოვიდა და ბეიკერის წასვლის შემდეგ თბილისში დარჩა საქართველოს მთავრობის მიერ აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ შემოთავაზებული საარჩევნო მითითებების შეესრულების მონიტორინგისთვის.

ჟურნალისტებთან შეხვედრისას ელიზაბეტ ჯონსმა იმედი გამოთქვა, რომ სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიები ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების თაობაზე შეთანხმებას მიაღწევდნენ.

შევარდნაძემ თავის დღევანდელ რადიოინტერვიუში გამოხატა მზადყოფნა 8 ივლისს ოპოზიციის წარმომადგენლებთან შესახვედრად აშშ-ის ადმინისტრაციის რეკომენდაციების ტექნიკური მხარის განხილვის მიზნით.

ბეიკერის მიერ დატოვებული დოკუმენტი ითავლისწინებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტებას მთავრობის 5 და ოპოზიციის 9 წარმომადგენლით, თავმჯომარეს კი ეუთო დანიშნავს. ასევე გამოთქმულია რჩევები წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებასთან დაკავსირებითაც.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button