skip to content
ახალი ამბები

უშიშროების სამინისტრო უარყოფს ცნობებს ერთ-ერთი ტერორისტის მოსკოვში საქართველოდან ჩასვლის შესახებ

(თბილისი, 7 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – უშიშროების სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას მოსკოვში, ტიშინოს აეროდრომთან განხორციელებულ ტერაქტში მხილებული ერთ-ერთი ჩეჩენი ქალის რუსეთში საქართველოდან ჩასვლის თაობაზე.
 
“ტერაქტის გახორციელების დროს მოსკოვში უშიშროების მინისტრის მოადგილე ირაკლი კოტეტიშვილი იმყოფებოდა და მის მიერ დეტალურად მოხდა იმ დღეს განხორციელებული ყველა სახის ტრანსპორტის მარშრუტის შემოწმება, რის შედეგადაც არ დადასტურდა რუსეთის პრესაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ერთ-ერთი ტერორისტი ქალი ელიხაჯიევა მოსკოვში საქართველოს გავლით მოხვდა”, – განაცხადა საქართველოს უშიშროების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნიკა ლალიაშვილმა.

მოსკოვში ტერაქტი 5 ივლისს მოხდა, რის შედეგადაც 15 ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაშავდა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button