ახალი ამბები

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ახალი თავჯდომარე ჰყავს

(თბილისი, 6 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებმა 5 ივლისს ცსკო-ს ყოფილი თავჯდომარის მოადგილე გია ზესაშვილი კომისიის თავჯდომარის პოსტზე აირჩიეს.

ცსკო-ს ყოფილი თავჯდომარე ჯუმბერ ლომინაძე, კომისიის რამოდენიმე წევრთან ერთად, გასულ თვეს თბილიში მიმდინარე ოპოზიციის საპროტესტო აქციის შემდეგ გადადგა თანამდებობიდან.

მხოლოდ სახელისუფლებო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დარჩნენ კომისიაში.

ოპოზიცია არსებული ცსკო-ს დაშლას და ახალი საარჩევნო კოდექსის მიღებას
მოითხოვს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button