ახალი ამბები

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა მზად არის რუსეთს შეუერთდეს

(თბილისი, 5 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა რუსეთის ქალაქ ნალჩიკში 4 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მან თხოვნით მიმართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე.

“მე გავუგზევნე რუსეთის პრეზიდენტს თხოვნა, რომელსაც თან ახლავს ყველა საჭირო დოკუმენტი სამხრეთ ოსეთის ხალხის ისტორიული და პოლიტიკური არჩევანის შესახებ”, – განაცხადა კოკოითმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კახა სიხარულიძემ 4 ივლისს განაცხადა, რომ “სამხრეთ ოსეთის” დე-ფაქტო ხელისუფლების განზრახვა “არასერიოზულია”.

საქართველოს ხელისუფლებამ ცხინვალის რეგიონზე კონტროლი 1990-92 წლების კონფლიქტის შედეგად დაკარგა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button