ახალი ამბები

სოხუმი მზად არის თბილისთან მოლაპარაკებები განაახლოს

(თბილისი, 5 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოში გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა ჰეიდი ტალიავინმა 4 ივლისს სოხუმში აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან სამშვიდობო პროცესის თაობაზე გამართა მოლაპარაკებები.

აფხაზეთის საინფორმაციო სააგენტო “აფსნი-პრესის” ცნობით, აფხაზეთის დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ აფხაზური მხარე მზად არის ქართულ მხარესთან საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში განაახლოს მოლაპარაკებები. საკოორდინაციო საბჭომ მუშაობა 2001 წელს შეწყვიტა.

გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა საკოორდინაციო საბჭოს აღდგენის აუცილებლობას გაუსვა ხაზი, რადგან, მისი თქმით, საბჭო სამშვიდობო პროცესის ერთ-ერთი შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button