ახალი ამბები

ორი გაქცეული პატიმარი დააკავეს

(თბილისი, 2 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – რუსთავის ციხიდან 1 ივლისს გაქცეული 12 პატრიმრიდან დღეს დილით სამართალდამცავებმა ორი დააკავეს.

ეს უკვე მეორე გაქცევაა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. ავჭალის ციხის 8 პატიმარმა 27 ივნისს მცველი განაიარაღა და გაიქცა.

სამართალდამცავები დანარჩენ 10 გაქცეულ პატიმარს ეძებენ, რომლებიც შეიარაღებულნი არიან.

როგორც იუსტიციის მინისტრმა როლანდ გილიგაშვილმა განუცხადა დღეს ჟურნალისტებს, იგი არ გამორიცხავს, რომ ბოლო დროს გახშირებული გაქცევები სამინისტროს დისკრედიტაციისკენ იყოს მიმართული.

პრეზიდენტმა შევარდნაძემ 30 ივნისს გაქცევების გახშირების მიზეზად პენიტენციალურ სისტემაში ნაჩქარევად გატარებული რეფორმები დაასახელა. “პენიტენციალური სისტემა გამოეყო შინაგან საქმეთა სამინისტროს. ზოგიერთ ქვეყანაში ეს სტრუქტურა უკან დაბრუნდა, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ეს უკვე დაგვიანებულია”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

პენიტენციალური სისტემის რეფორმა 2000-2001 წლებში გატარდა მიხეილ სააკაშვილის მიერ, რომელსაც მაშინ იუსტიციის მინისტრის პოსტი ეკავა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button