ახალი ამბები

რუსთავის ციხიდან 12 პატიმარი გაიქცა

(თბილისი, 2 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – რუსთავის ციხიდან 1 ივლისს მკვლელობისთვის გასამართლებული 12 პატიმარი გაიქცა. გაქცევის დროს დაცვის ერთი თანამშრომელი დაშავდა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, პატიმრებს გაქცევაში ციხის ერთ-ერთი თანამშრომელი დაეხმარა.

ერთი კვირის განმავლობაში ეს უკვე მეორე მასობრივი გაქცევაა საქართველოს სასჯელაღსრულებითი დაწესებულებებიდან. 27 ივნისს ავჭალის ციხის რვა პატიმარმა მცველი განაიარაღა და გაიქცა.

პრეზიდენტმა შევარდნაძემ 30 ივნისს გაქცევების გახშირების მიზეზად პენიტენციალურ სისტემაში ნაჩქარევად გატარებული რეფორმები დაასახელა. “პენიტენციალური სისტემა გამოეყო შინაგან საქმეთა სამინისტროს. ზოგიერთ ქვეყანაში ეს სტრუქტურა უკან დაბრუნდა, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ეს უკვე დაგვიანებულია”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button