skip to content
ახალი ამბები

ოპოზიციამ ცსკო-ს დაკომპლექტების თავისი ვარიანტი შეათახნმა

(თბილისი, 1 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის ოპოზიციურმა ფრაქციებმა დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების საკითხთან დაკავშირებით იმჯელეს და თავიანთი ვარიანტი შეათახმეს.

ოპოზიციის წარმომადგენლების გადაწყვეტილებით ცსკო 15 კაცით დაკომპლექტება, სადაც 10 ოპოზიცის 5 კი ხელისუფლების მიერ იქნება წარდგენილი. ორ-ორი წევრი ეყოლება 7% ბარიერგადალახულ პარტიებს, თითო-თითო 4%-ს, ასევე ავტონომიები თითი-თითო წევრს წარადგენენ, ორს კი პრეზიდენტი დანიშნავს.

საბოლოო გადაწყვეტილება ამ პროექტის მიხედვით, ცსკო-ს წევრთა საერთო რაოდენობის 2/3-ის ხმებით მიიღება. ამ პროექტის წარდგენას ოპოზიცია პრეზიდენტთან შეხვედრის დროს აპირებს. პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, კარგია, რომ ოპოზიცია ამ საკითხზე შეთანხმდა, რათა უკვე შესაძლებელი იქნება პრეზიდენტთან შეხვედრის კონკრეტული თარიღის დადგენა.

ნინო ბურჯანაძე მზად არის დღესვე შეხვდეს პრეზიდენტს ოპოზოციასთან შეხვედრის დროის დასადგენად. დღევანდელ სხდომას ოპოზიციური პარტიებიდან მხოლოდ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” არ ესწრებოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button