skip to content
ახალი ამბები

პუტინი მზად არის დაეხმაროს საქართველოს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში

(თბილისი, 30 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – გასულ კვირას დიდ ბრიტანეთში ვიზიტის დროს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ “სამწუხაროდ ტერორისტული ჯგუფები, ზოგიერთი მათგანი “ალ-ქაიდასთან” დაკავშირებული, კვლავ რჩებიან საქართველოში”.

“იმ პიროვნებათა უმრავლესობამ, რომლებიც დასავლეთ ევროპის ქვეყნებში დააკავეს, პანკისის ხეობაში გაიარა სამხედრო მომზადება. კარგად თუ მოძებნით, მათ აქაც იპოვით (დიდ ბრიტანეთში)”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ედინბურგში გამართულ ბრიფინგზე.

პუტინის თქმით, რუსეთი მზად არის დაეხმაროს საქართველოს ტერორიზმთან წინააღმდეგ ბრძოლაში. რუსეთის პრეზიდენტმა 20 ივნისს ასევე განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის პანკისის ხეობაში ერთობლივი სამხედრო ოპერაცია ჩაატაროს ტერორისტების წინააღმდეგ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button