skip to content
ახალი ამბები

სომხეთის პრეზიდენტს პარლამენტის თავმჯდომარემ უმასპინძლა

(თბილისი, 28 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – სომხეთის პრეზიდენტი რობერტ კოჩარიანი და სომხეთის სამთავრობო დელეგაციის დანარჩენი წვერები დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ მიიღო. შეხვედრაზე საუბარი საქართველოში არჩევნებისთვის მზადებას შეეხო.

რობერტ ქოჩარიანმა დიდი დაინტერესება გამოთქვა ამ საკითხთან დაკავშირებით. სტუმრების მოთხოვნით ნინო ბურჯანაძესთან ღია შეხვადრა შემდეგ დახურულ კარს მიღმა წარიმართა.

“ჩვენ ძირითადად ვისაუბრეთ არჩენების თემაზე, საარჩევნო კოდექსზე და გავაცანი ის პოზიციები, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით გააჩნიათ სახელისუფლებო და ოპოზიციურ ბლოკებს”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ შეხვედრის შემდეგ.

საუბარი ასევე შეეხო აფხაზეთის გავლით რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენასაც. რობერტ ქოჩარიანმა ისაუბრა რკინიგზის აღდეგნის მნიშვნელობაზე და აფხაზეთის კონფლიქტის მოგავრებაში გარკვეული მონაწილეობის სურვილი გამოთქვა.

შეხვადრის დროს განისაზრვრა 2004 წლამდე საქართველო-სომხეთის საზღვრების დელიმიტაციის გრაფიკი და მომავალ თანამშრომლობის გეგმები.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button