ახალი ამბები

პაციფისტების საპროტესტო აქცია ერაყში ომის წინააღმდეგ

(თბილისი, 6 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად აშშ-ს მიერ ერაყში ომის დაწყების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად დღეს საპროტესტო აქცია გამართეს თბილისში 9 აპრილის სახელობის ბაღში. აქციის მოწყობის ინიციატორია არასამთავრობო ორგანიზაცია “მოძრაობა ღირსეული მომავლისათვის”.

ასეთი აქცია საქართველოში პირველად იმართება. ხელოვანთა განცხადებით, ერაყში ომის დაწყბა მთელ მსოლიოზე იქონიებს უარყოფით გავლენას, მათ შორის საქართველოზეც, რისი დაშვებაც არ შეიძლება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button