ახალი ამბები

სააკაშვილი მთავრობას ერთი თვის ვადას აძლევს

(თბილისი, 5 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი მთავრობას ერთი თვის ვადას აძლევს ქვეყანაში არსებული კრიმინოგენული ვითარების გამოსასწორებლად. ამის შესახებ სააკაშვილმა დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ვითარება არ გამოსწორდება, იგი პრეზიდენტის წინაშე შს მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის საკითხს დააყენებს. სააკაშვილი ასევე არ გამორიცხავს საპროტესტო აქციების მოწყობას კრიმინოგენული სიტუაციის გამოსწორების მოთხოვნით.

სააკაშვილმა Dდღევანდელ ბრიფინგზე ასევე განაცხადა, რომ თბილისის საკრებულოში იმუშავებს ე.წ. “ცხელი ხაზი”, რომელზეც ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება ინფორმაციის მიწოდება კონკრეტულ დანაშაულთან დაკავშირებით.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button