ახალი ამბები

რუსმა მშვიდობისმყოფელებმა აფხაზეთიდან გასვლის გეგმა მოამზადეს

(თბილისი, 5 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა 4 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში არსებულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელეს ცნობა, რომ აფხაზეთში განლაგებულმა რუსეთის სამშვიდობო ძალებმა აფხაზეთიდან გასვლის გეგმა შეიმუშავეს.

28 თებერვალს სამშვიდობო ძალების წარმომადგენლები ზუგდიდის ადმინისტრაციას შეხვდნენ ჯარების გაყვანის გეგმის ადგილობრივ ხელისუფლებასთან შესათანხმებლად.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, რომელსაც სააგენტო ინტერფაქსი ეყრდნობა, სამშვიდობო ძალების გაყვანის საკითხის საბოლოოდ განხილვა გამოწვეულია ქართული მხარის პოზიციით და შეიძლება დაიწყოს 2003 წლის 30 ივლისის შემდეგ, როცა სამშვიდობოებს მორიგი მანდატის ვადა ამოეწურებათ.

ქართულმა მხარემ სამშვიდობოებს მანდატის ვადა თებერვლის სუა რიცხვებში გაუხანგრძლივა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button