ახალი ამბები

ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტმა მოისმინა ინფორმაცია საქართველოს შესახებ

(თბილისი, 4 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს ევრობასჭოს საპარალემენტო ასამბლეის მონიტორინგის ჯგუფმა მოისმინა ინფორმაცია საქართველოს მიერ 1999 წელს ევროსაბჭოში გაწევრიანებისას აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ.

ინფორმაცია ევროსაბჭოს ორი წარმომადგენლის მიერ შემდგარმა მონიტორინგის ჯგუფმა წარმოადგინა, რომელიც საქართველოში 12-15 თებერვალს იმყოფებოდა.

საქართველოში ვიზიტისას ჯგუფის წევრები ხელისუფლების, ოპოზიციური პარტიებისა და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნისას მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა სინანული გამოთქვეს საქართველოში ოპოზიციური პარტიებისა და რელიგიური უმცირესობების მიმართ ძალადობის ზრდის გამო, ასევე 2002 წლის ივნისში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნებისას დაფიქსირებულ მრავალრიცხოვან პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით.

მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა საქარტველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, რომ უზრუნველყოს 2003 წლის დეკემბრისთვის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარება.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები საქართველოს კიდევ ერთხელ ეწვევიან საქართველოს 2003 წლის ივნისში იმის შესამოწმებლად, თუ როგორ სრულდება მათი რეკომენდაციები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button