ახალი ამბები

ჯაფარიძე დეპუტატებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ ქართულ-ამერიკულ სამხედრო ხელშეკრულებას

(თბილისი, 3 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა თედო ჯაფარიძემ 2 მარტს განაცხადა, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის სამხედრო ხელშეკრულება, რომლის რატიფიკაციაც საქართველოს პარლამენტმა გარკვეული ვადით გადაიტანა, იურიდიულ საფუძველს შეუქმნის ორმხირ სამხედრო თანამშრომლობას და ხელს შეუწყობს “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის წარმატებით განხორციელებას.

27 თებერვალს პარლამენტმა არ მოახდინა ამ ხელშეკრულების რატიიკაცია და ეს პროცესი გადადო. დეპუტატების ნაწილი მიიჩნევს, რომ დოკუმენტი საქართველოს სუვერენიტეტს ლახავს.

ხელშეკრულების მიხედვით, ამერიკელ სამხედრო პერსონალს საქართველოს ტერიტორიაზე ვიზებისა და პასპორტების გარეშე შემოსვლის ნება ეძლება. ეს ხელშეკრულება ამერიკელ ჯარისკაცებს ასევე უფლებას აძლევს, რომ ატარონ იარაღი საქართველოს ტერიტორიაზე სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას.

“დეპუტატები არასაკმარისად არიან ინფორმირებულნი ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. აშშ-მა ასეთი ხელშეკრულებები დადო უზბეკეთთანაც, ყირგიზეთთან და რიგ სხვა სახელმწიფოებთან”, – თქვა თედო ჯაფარიძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button