ახალი ამბები

არასამთავრობო ორგანიზაცია საპყრობილეში ბუნტის დროს სპეც-რაზმის ქმედებას აკრიტიკებს

(თბილისი, 27 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები, ადამიანების უფლებებისთვის” 24 იანვარს თბილისის #5 საპყრობილეში იუსტიციის სამინისტროს სპეც-რაზმის მიერ ჩატარებულ ოპერაცასთან დაკავშირებით პროტესტს გამოთქვამს.

არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღანელის ნანა კაკაბაძის ინფორმაციით, ოპერაციის შედეგად დაშავებულია 60-მდე პატიმარი. ამ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროც ადასტურებს. 2 გადაყვანილია ქალაქის #1 საავადმყოფოში, 30-მდე კი ციხის საავადმყოფოში.

ნანა კაკაბაძემ “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას აღნიშნა, რომ სპეც-რაზმს ასეთი სახით ოპერაციის ჩატარების უფლება არ ჰქონდა. ამის გამო, იგი შესაბამისი ორგანოებიდან ამ დანაშაულებრივი ქმედებისთვის სამართლებრივი შეფასების მიცემას მოითხოვს.

24 იანვარს სპეც-რაზმმა #5 საპყრობილეში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარები და სხვა აკრძალული ნივთები. მომხდარი შეტაკების შედეგად ასევე დაშავდა 3 სპეც-რაზმიელი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button