ახალი ამბები

ბუნტი საპყრობილეში

(თბილისი, 25 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს თბილისის #5 საპყრობილეში შეტაკება მოხდა იუსტიციის სამინისტროს სპეც-რაზმსა და პატიმრებს შორის, როცა რაზმი წინასწარ დაგეგმილ ჩხრეკას ახორციელებდა საპყრობილეში.

ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 2 ავტომატი, რამდენიმე ხელყუმბარა, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერება, ასევე მობილურები და აკრძალული ნივთები. ჩხრეკის დროს პატიმრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს სპეც-რაზმს, რის შედეგადაც დაშავდა სამი სამართალდამცველი, ერთი მათგანი გადაყვანილია საავადმყოფოში.

ჩხრეკის დროს პატიმრებმა ცეცხლი მოუკიდეს ზეწრებს და სპეც-რაზმს ოპერაციის ჩატარების საშუალებას არ აძლევდნენ.

დღესვე ამ ინციდენტთან დაკავშირებით სპეციალური პრეს-კონფერენცია მოაწყო იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარემ პაატა მხეიძემ. მისი თქმით, ოპერაცია წინასწარ იყო დაგეგმილი და ამისათვის მობილიზებული იყო შსს დამატებითი ძალები.

ინციდენტი მალევე შეწყდა, ვინაიდან შეიქმნა შენობის დანგრევის საშიშროება, რადგან ციხის შენობა ამორტიზირებულია.

დღევანდელი ოპერაციის შედეგად გაიჩხრიკა საპყრობილის 2/3-ი. პაატა მხეიძის განცხადებით, მსგავსი ოპერაციები მომავალშიც გაგრძელდება სხვა საპყობილეებში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button