skip to content
ახალი ამბები

რუსეთი პანკისში ჩეჩენი მებრძოლების აქტივიზაციის მოლოდინშია

(თბილისი, 23 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – რუსეთის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის დირექტორმა კონსტანტინ ტოცკიმ დღეს განაცხადა, რომ ჩეჩენი მებრძოლები მიმდინარე წლის გაზაფხულისთვის რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ატიური მოქმედებებისთვის ემზადებიან.

“ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას, რომ პანკისში დარჩენილი ცეცენი მებრძოლები 2003 წლის ზაფხულში გააქტიურებისთვის ემზადებიან”, – იტყობინებიან რუსეთის საინფორმაციო საშუალებები ტოცკის სიტყვებზე დაყრდნობით.

მისი თქმით, პანკისის ხეობაში ანტიკრიმინალური ოპერაციის ჩატარების შემდეგ ჩეჩენი მებრძოლების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა.

ტოცკიმს განაცხადა, რომ ზამთრის პერიოდში პანკისის ხეობის მთიანი ნაწილი მებრზოლების ძირითადმა ნაწილმა დატოვა. “გაზაფხულისთვის ჩვენ საქართველოდან რუსეტის ტერიტორიაზე ჩეჩენი მებრძოლების გადმოსვლას ველით”, – თქვა ტოცკიმ.

ქართული სამარტალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელთა თქმით, პანკისის ხეობასი მხოლოდ ცალკეული კრიმინალები დარჩნენ. სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ცნობით, მებრძოლებმა პანკისის ხეობა დატოვეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button