ახალი ამბები

რუსი სენატორები აფხაზეთის საკითხების შესასწავლად ერთობლივი კომისიის შექმნის წინადადებით გამოდიან

(თბილისი, 21 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ნურჯანაძენსთან შეხვედრისას დღეს რუსეთის ფედერალური საკრებულოს ფედერაციის საბჭოს წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს აფხაზეთის პრობლემების შესასწავლად ერთობლივი ქართულ-რუსული კომისიის შექმნა შესთავაზეს.

“საკითხი [რუსეთსა და აფხაზეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლების შესახებ] მეტისმეტადაა გარტულებული. ჩემი აზრით, სარკინიგზო მიმოსვლის განახლება დსთ-ის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებების დარღვევა არ არის, როგორც ამას ქართული მხარე ამტკიცებს”, – განაცხადა ბურჯანაძესთან შეხვედრის შემდეგ ფედერაციის საბჭოს დსთ-ის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვადიმ გუსტოვმა.

რუსი სენატორის თქმით, საკითხი დეტალურ შესწავლას საჭიროებს და ამისათვის მიზანშეწონილი იქნებოდა ქართველ და რუს პარლამენტართა ერთობლივი კომისიის შექმნა.

ბურჯანაძე ქართველ დეპუტატთა დელეგაციასთან ერთად მოსკოვში 5-დღიანი ვიზიტით იმყოფება, სადაც რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე ძირითადად აფხაზეტის პრობლემებს განიხილავენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button