ახალი ამბები

კოფი ანანის თქმით აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირებაში პროგრესი არ შეინიშნება

(თბილისი, 20 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – ქართულმა და აფხაზურმა მხარეებმა მოლაპარაკებების მხრივ დიდ პროგრესს ვერ მიაღწიეს, ნათქვამია გაეროს უშიშროების გენერალური მდივნის კოფი ანანის უშიშროების საბჭოსადმი გაკეთებულ ახალ მოხსენებაში.

“მხარეებს შორის შეინიშნება ღრმა უნდობლობა და ორივე მხარე აჩენს ნაკლებ სურვილს წავიდნენ კომპრომისებზე, რომელიც ასე საჭირო მშვიდობიანი პროცესისთვის,” ნათქვამია კოფი ანანის მოხსენებაში.

მოხსენებაში ხაზი აქვს გასმული მხარეებს შორის მოლაპარაკებების გამართვის აუცილებლობას ე.წ. ბოდენის დოკუმენტის საფუძველზე.

მოხსენებაში შეშფოთებაა გამოთქმული აფხაზეთში იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების მხრივ არსებულ ცუდ ვითარებასთან დაკავშირებით.

კოფი ანანი რეკომენდაციას უწევს გაეროს უშიშროების საბჭოს გაუგრძელოს მანდატი გაეროს დამკვირვებელთა მისიას საქართველოში კიდევ ექვსი თვით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button