skip to content
ახალი ამბები

შევარდნაძე აცხადებს, რომ რუსეთმა უნდა გადაიხადოს იჯარის ვალი

(თბილისი, 16 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – “მე უკვე რამდენჯერმე განვაცხადე, რომ რუსეთმა უნდა გადაიხადოს, თუ არ გადაიხდის, მაშინ უნდა დატოვოს საქართველო”,  – თქვა პრეზიდენტმა შევარდნაძემ საქართველოში არსებულ რუსულ ბაზებთან მიმართებაში.

პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლითაც მთავრობას მოუწოდა, რომ რუსეთს მოთხოვოს იჯარის დავალიანების გადახდა საქართველოში ყოფილი საბჭოთა ბაზების ტერიტორიით სარგებლობისთვის.

“საქართველოში რუსეთის ბაზების არსებობის ვადის გაგრძელება დამოკიდებულია რამდენიმე პირობის შესრულებაზე. მათ (რუსებმა) უნდა გადაიხადონ მიწით სარგებლობის იჯარა”, – განაცხადა შევარდნაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, რუსეთის ვალი საქართველოს წინაშე დაახლოებით 15 მილიარდ დოლარს შეადგენს. ეს თანხა მოიცავს ასევე საქართველოს წილსაც საქართველოს ტერიტორიაზე ადრე არსებული საბჭოდა ჯარების შეიარაღებებიდან, რომლებიც რუსმა სამხედროებმა გაიტანეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button