ახალი ამბები

სამართალდამცავთა თქმით, პიტერ შოუმ მის გატაცებაში ეჭვმიტანილი მაღალჩინოსნები დაასახელა

(თბილისი, 14 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – ბრიტანელი ბიზნესმენი პიტერ შოუ, რომელმაც 141 დღე ტყვეობაში დაჰყო პანკისის ხერობაში, ამტკიცებს, რომ მის გატაცებაში შესაძლოა დაინტერესებული ყოფილიყვნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე და კომპანია “უშბა”-ს პრეზიდენტი გოჩა ფიფია. ამის შესახებ ლონდონიდან დაბრუნების შემდეგ განაცხადა უშიშროების სამინისტროს კახეთის რეგიონალური განყოფილების ხელმძღვანელმა პაატა ბატიაშვილმა, რომელიც ბრიტანეთში პიტერ შოუს დასაკითხად იმყოფებოდა.

“შოუმ ჩვენ გვითხრა, რომ საქართველოში არის ორი ადმიანი – დავით კირვალიძე და გოჩა ფიფია, რომლებიც შესაძლოა დაინტერესებულნი ყოფილიყვნენ მის გატაცებაში”, – თქვა 14 ნოემბერს “რუსთავი-2”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში პაატა ბატიაშვილმა.

საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების სამი წარმომადგენელი ახლახანს ბრიტანეთში იმყოფებოდნენ, სადაც პიტერ შოუ გამოკითხეს.

პიუტერ შოუ 6 ნოემბერს გათავისუფლდა. მისი გათავისუფლების დეტალები უცნობია. ქართველი სამართალდამცავები ამტკიცებენ, რომ შოუ გაათავისუფლეს წინასწარ დაგეგმილი ოპერაციის შედეგად, იმ დროს, როცა შოუ ამბობს, რომ გამოექცა გამტაცებლებს.

პიტერ შოუ საქართველოში აგრობიზნესბანკის თანადირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა, ასევე მუშაობდა ევროკავსირის ტასის-ის პროგრამაში, რომელიც სოფლის მეურნეობის სფეროში ინვესტიციებს ახორციელებს.

შოუმ საქართველოში 6 წელი იმუშავა და გატაცების მეორე დღეს საქართველოდან გამგზავრებას აპირებდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button