ახალი ამბები

რუსეთი და საქართველო ბაზების გაყვანის ვადებზე ვერ შეთანხმდნენ

(თბილისი, 13 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – ქართველმა და რუსმა ექსპერტებმა 12 დეკემბერს დაასრულეს კონსულტაციები საქართველოდან რუსეთის ბაზების გაყვანასთან დაკავშირებით.

რუსეთი კვლავინდებურად აცხადებს, რომ მას 11 წელი ესაჭიროება ბათუმიდან და ახალქალაქიდან ბაზების გასაყვანად. ქართული მხარე ამტკიცებს, რომ საამისოდ სავსებით საკმარისია 3 წელი. საგარეო საქმეთა მინისტრის ირაკლი მენაღარიშვილის თქმით, 11 წლიანი ვადა არარეალურია.

1999 წლის ეუთო-ს სტამბულის შეთანხმების მიხედვით, “რუსეთსა და საქართველოს 2000 წლის განმავლობაში უნდა დაესრულებინათ მოლაპარაკებები ბათუმისა და ახალქალაქის ბაზების გაყვანის თაობაზე”, მაგრამ მხარეებმა დღემდე ვერ მოახერხეს შეთანხმება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button