skip to content
ახალი ამბები

“აზოტს” მხოლოდ “იტერა” შეიძენს

(თბილისი, 11 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – მრავალი პროტესტის მიუხედავდ, პრეზიდენტმა შევარდნაძემ დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ “აზოტის” ქიმკომბინატს მხოლოდ კომპანია “იტერა” შეიძენს.

ოპოზიციური პარტიების მტკიცებით “იტერასთან” გარიგება უკანონოა, რადგან აზოტის გაყიდვა ტენდერის გარეშე ხდება და ამ გარიგების უკან შევარდნაძის ოჯახი დგას.

“აზოტი იტერას რომ არ მივყიდოთ კოპანია გაზს აღარ მოგვაწვდის, მაშინ მოსახლეობა ქუჩაში გამოვა. ეს უნდა იმ ძალებს, რომლებიც იტერას წინააღმდეგ გამოდიან, რათა ხელისუფლებაში მოვიდნენ. ვერ ეღირსებიან,” განაცხადა პრეზიდენტმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button