ახალი ამბები

საქართვეო ტერორიზმში ეჭვმიტანილის რუსეთისთვის გადაცემას უარყოფს

(თბილისი, 9 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – საქართველოს ხელისუფლება უარყოფს, რომ იუსუფ კრიმშამხალოვი, რომელიც მოსკოვის ტერაქტების ორგანიზებაშია ბრალდებული, რუსეთს გადაეცა.

რუსული საინფორმაციო საშუალებების ცნობით კრიმშამხალოვი რუსეთს შაბათს გადაეცა, რომელიც ქართველმა სამართალდამცველებმა თითქოს პანკისში დააკავეს.

“ჩვენ არ ვადასტურებთ ამ ინფორმაციას. კრიმშამხალოვი საქართველოში არ ყოფილა, შესაბამისად ვერც დავაკავებდით და ვერც რუსეთს გადავცემდით,” განუცხადა “სივილ ჯორჯიას” სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნიკა ლალიაშვილმა.

ექსტრადიციის ფაქტი საქართველოს იუსტიციის სამინისტროშიც უარყვეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button