skip to content
ახალი ამბები

გენადი გაგულია საქართველოსთან თანამშრომლობას არ აპირებს

(თბილისი, 4 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – აფხაზეთის თვითმარქვია რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ახლახანს დანიშნული გენადი გაგულია აცხადებს, რომ მისი მიზანია დიდი გარღვევის მიღწევა აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაციის ლიკვიდაციაში.

რუსულ გაზეთ “იზვესტიასთვის” მიცემულ ინტერვიუში გაგულია აცხადებს, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტაში სოხუმის ხელისუფლებას “პირველ რიგში რუსეთის იმედი აქვს”.

“აფხაზეთის მოსახლეობის 70%-ს რუსეთის მოქალაქეობა აქვს, რომლებმაც ეს მოქალაქეობა წელს მიიღეს. მე უკვე 10 წელია რუსეთის მოქალაქე ვარ. მოსკოვში მაქვს ბინა და იქვე ვარ ჩაწერილი”, – აცხადებს გაგულია.

მისი თქმით, აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფო უნდა გახდეს. “საქართველო თავისთვის – აფხაზეთი თავისთვის. ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ, რომელიც ჩვენ დაგვაახლოვებდა”, – აღნიშნა მან.

აფხაზი სეპარატისტების ლიდერმა ვლადისლავ არძინბამ 29 ნოემბერს ბიუჯეტის შეუსრულებლობის საბაბით პრემიერ მინისტრის თანამდებობიდან გადააყენა ანრი ჯერგენია და მის ადგილზე დანიშნა გენადი გაგულია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button