skip to content
ახალი ამბები

პროკურორები გამოცდებს აბარებენ

(თბილისი, 30 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – დღეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში პროკურორების გამოცდები მიმდინარეობს. პროკურორები ტესტებს ავსებენ. გამოცდების ორგანიზატორი საქართველოს იუსტიციის საბჭოა, სპონსორი კი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი.

პროკურორებმა 100 კითხვაზე უნდა გასცენ პასუხი. გამოცდების შემდეგ ეტაპზე გასვლისთვის სულ მცირე, 75 კითხვაზე სწორი პასუხია საჭირო.

გამოცდებს ქართველი და უცხოელი დამკვირვებლები ესწრებიან.

იუსიტიციის საბჭოს ხელმძღვანელებმა ჟურნალისტებს აცნობეს, რომ მსურველთა რაოდენობა დიდია. განცხადებით იუსტიციის საბჭოს 2200 პირმა მიმართა, აქედან 950 მოქმედი პროკურორი და პროკურატურის გამომძიებელია. დღეს გამოცდები მოქმედი პროკურორებისთვის ტარდება.

ქართველი დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ ტესტები კარგადაა შედგენილი და გამოცდების პროცესი საკმაოდ გამჭვირვალედ მიმდინარეობს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button