ახალი ამბები

ნიაზოვზე თავდასხმაში ქართველების მონაწილეობა არ დადასტურდა

(თბილისი, 28 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – არ დასტურდება აშხაბადში 25 ნოემბერს დაკავებული ქართველების მონაწილეობა თურქმენეთის პრეზიდენტ საფარმურატ ნიაზოვზე თავსხმაში. ამის შესახებ 27 ნოემბერს “სივილ ჯორჯიას” უშიშროების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ნიკა ლალიაშვილმა აცნობა.

მისი თქმით, ქართული მხარე დაუკავსირდა თურქმენეთის სამართალდამცავებს, სადაც განაცხადეს, რომ თავდასმხასთან დაკავშირებით დაკავებულთა შორის ქართველები არ არიან.

ნიკა ლალიაშვილმა განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია დაადასტურა საქართველოს ელჩმაც თურქმენეთში პეტრე ჩხეიძემ.

გასულ ორშაბათს თურქმენეთის პრეზიდენტის კორტეჟი დაცხრილეს, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. თვით ნიაზოვი არ დაშავებულა.

რესპუბლიკის მეთაურის აპარატის საერთაშორისო ინფორმაციის განყოფილების უფროსმა სერდარ დურდიევმა სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თავდასხმასთან დაკავშირებით 16 ადამიანია დაკავებული, მათ სორის 4 ეროვნებით ქართველია, რომლებიც თურქმენეთის მოქალაქეები არ არიან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button