ახალი ამბები

თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ბრიუსელში გაემგზავრება

(თბილისი, 28 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – 30 ნოემნერს საქრატველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ჯონი ფირცხალაიშვილი და თავდაცვის მინისტრიეს მოადგილე ეკონომიკურ საკითხებში ნუგზარ ქევხიშვილი ბრიუსელში მიემგზავრებიან, სადაც ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების გენერალური შტაბების უფროსების ყოველწლიური შეხვედრა გაიმართება.

როგორც “სივილ ჯორჯიას” კორესპოდენტს თავდაცვის სამინისტროს პრესს-სამსახურში აცნობეს, ფირცხალაიშვილი შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლას აპირებს, სადაც პრაღის სამიტზე პრეზიდენტ შევარდნაძის მიერ გაკეთებული განცხადების, ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამის, ნატო-სა და საქართველოს ინდივიდუალური პარტნიორობის გეგმისა და “პარტნიორობა მშვიდობისათვის” პროგრამის ფარგლებში თბილისში საკოორდინაციო დანაყოფის ჩამოყალიბების შესახებ ისაუბრებს.

საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში 5 დეკემბრამდე გასტანს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button