ახალი ამბები

რუსეთი დაკავებულთა დაუყოვნებელ ექსტრადიციას მოითხოვს

(თბილისი, 27 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – რუსეთის ხელისუფლება ვლადიმირ პუტინსა და ედუარდ შევარდნაძეს შორის მიღწეული შეთანხმების დაუყოვნებელ შესრულებას მოითხოვს, რომლის თანახმადაც ქართულმა მხარემ რუსეთს უნდა გადასცეს აგვისტოში ქართველი მესაზღვრეების მიერ დაკავებული 8 პირი.

“მოსკოვში ცნობად მიიღეს ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოს მიერ სტრასბურგში მიღებული გადაწყვეტილება რუსეთის პროტესტის დაკმაყოფილებისა და ქართული მხარისთვის იმ პირების გადაცემაზე დაწესებული მორატორიუმის გაუქმების შესახებ, რომლებიც საქართველოში დააკავეს და დადანაშაულებულნი არიან ტერორისმსა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში”, – განუცხადა 27 ნოემბერს ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა სმინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრ იაკოვენკომ.

მისი თქმით, “ეს გადაწყვეტილება ქართულ მხარეს ართმევს სამართლებრივ საფუძველს, რო უარი ტქვას ტერორისტების ექსტრადიციასა და რუსეთის მართლმსაჯულებისთვის მათ გადაცემაზე ევროპის სტანდარტებისა და საერთაშორისო სამართლის ვალდებულელების მიხედვით”.

26 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილებით ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ გადაწყვიტა, რომ გაეუქმებინა მის მიერ ადრე დაწესებული მორატორიუმი საქართველოდან რუსეთში 8 დაკავებულის პირის ექსტრადიციაზე.

2002 წლის 3-5 აგვისტოს ქართველმა მესაზღვრეებმა რუსეთის საზღვართამ ახლოს 13 შეიარაღებული პირი დააკავეს. ყველა დაკავებულს წინასწარი პატიმრობა მიესაჯა. ოქტომბერში ქართულმა მხარემ რუსეთს 5 დაკავებული გადასცა, რის შემდეგაც ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას დაკავებულთა რუსეთისთვის გადაცემის შეჩერება მოთხოვა, ვიდრე სასამართლო მათ საქმეებს შეისწავლიდა.

გამოძიების პროცესში გაირკვა, რომ ორი დაკავებული საქართველოს მოქალაქეა, რასთან დაკავშირებითაც საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ნუგზარ გაბრიჩიძემ განაცხადა, რომ მათი ექსტრადიცია არ მოხდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button