skip to content
ახალი ამბები

შევარდნაძეE სიტყვით გამოვა ნატო-ს სამიტზე

(თბილისი, 22 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – დღეს საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე სიტყვით გამოვა პრაღაში ნატო-ს სამიტზე.

“ხვალ [22 ნოემბერს] ოფიციალურად განვაცხადებ ნატო-სი საქართველოს გაწევრიანების სურვილის თაობაზე”, – განაცხადა შევარდნაძემ 21 ნოემბერს პრაღაში რადიო “თავისუფლების” შტაბ-ბინის მონახულებისას.

“ჩვენ გვესმის, რომ ერთი ან ორი წელი საკმარისი არ იქნება ნატო-ში საქართველოს გასაწევრიანებლად”, – თქვა შევარდნაძემ და დასძინა, რომ ნატო-ს წევრი რომ გახდეს, საქართველომ მრავალი პრობლემა უნდა გადალახოს და აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button