ახალი ამბები

კახა ასათანი თბილისის ცენტრში ჩაცხრილეს

(თბილისი, 21 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – სპორტის დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე კახა ასათიანი, გუშინ საღამოს საკუთარ ავტომობილში, ირაკლი აბაშიძის (ყოფილი ბარნოვი) ქუჩაზე ავტომატური იარაღიდან დაცხრილეს. ასათიანი ადგილზევე გარდაიცვალა. მკვლელები მიიმალნენ.

კახა ასათიანი კომპანია “აირზენას” ერთ-ერთი დამფუძნებელია და ბოლო პერიოდში კომპანიის ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ეკავა.

გამოძიება ჯერ-ჯერობით ვერსიებზე არ საუბრობს, თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით მკვლელობა შესაძლოა “აირზენას” საქმიანობასთან იყოს დაკავშირებული.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button