ახალი ამბები

სსფ-ს პარამეტრების შეუსრულებლობის გამო საქართველო ევროკავშირის დახმარებას ვერ იღებს

(თბილისი, 20 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – “საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გადარიცხვა საქართველოს მიერ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) პარამეტრების შეუსრულებლობის გამო ჭიანურდება,” ნათქვამია საქართველოში ევროკომისიის დელეგაციის პრეს-რელიზში.

დელეგაცია უარყოფს პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს პეტერ შოუს გატაცების გამო ევროკავშირმა საქართველოსთვის დახმარება შეაჩერა.

თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ არასაკმარისი უსაფთხოების გარანტიები საქართველოში, პროექტების განხორციელებას გარკვეულ სირთულეებს უქმნის.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები პიტერ შოუს განთავისუფლების შემდეგ ოპტიმისტურ განცხადებებს აკეთებდნენ და აცხადებდნენ, რომ შოუს განთავისუფლება ევროკავშირისგან დახმარების დაჩქარებას გამოიწვევს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button