skip to content
ახალი ამბები

სახალხო დამცველი ჩეჩენთა ექსტრადიციასთან დაკავშირებით სტრასბურგში იმყოფება

(თბილისი, 19 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – სახალხო დამცველი ნანა დევდარიანი სტრასბურგში ადამიანის უფლებების დაცვის ევროპულ სასამართლოში იმყოფება.

იგი სასამართლოსთვის დამატებითი მასალების გადაცემას აპირებს, რომელიც საქართველოს მიერ რუსეთისთვის 5 ჩეჩენის გადაცემის კანონიერებას ეჭვქვეშ აყენებს.

24 ნოემბერს ევროპული სასამართლო საქართველოში დაკავებული ჩეჩნების ექსტრადიციის საკითხ განიხილავს.

სასამართლომ მოუწოდა საქართველოს შეაჩეროს ექსტრადიცია, სანამ სასამართლო ამ საქმის კანონიერებას არ განიხილავს.

აგვისტოს დასაწყისში ქართველმა მესაზღვრეებმა 13 შეიარაღებული პირი დააკავეს. აქედან 5 უკვე გადაეცა რუსეთს. ქართული მხარის მტკიცებით დარჩენილი 8-დან ორი საქართველოს მოქალაქეა, ამიტომ მათი ექსტრადიცია არ მოხდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button