ახალი ამბები

ქართველმა მესაზღვრეებმა ბიჭვინთასთან თურქული სეინერი დააკავეს

(თბილისი, 19 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – ქართულმა სასაზღვრო-საზღვაო პატრულმა 18 ნოემბერს საღამოს აფხაზეთის სანაპიროსთან საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ოთხსაათიანი დევნის შემდეგ თურქული თევზსაჭერი სეინერი დააკავეს.

საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, თურქული გემი მიმალვას შეეცადა გამაფრთხილებელი ცეცხლის გახსნის შემდეგაც.

ქართველმა მესაზღვრეებმა თურქული გემის დაკავება მხოლოდ მას შემდეგ მოახერხეს, როცა ცეცხლი პირდაპირ სეინერს გაუხსნეს ბიჭვინთასთან ახლოს. მსხვერპლისა და დაშავებულთა შესახებ არაფერია ცნობილი.

სასაზღვრო დეპარტამენტის ცნობით, თურქულმა სეინერმა “შექერ ბაბამ”, რომელზეც 15 ადამიანი იმყოფებოდა, დაჯარიმდება 200 ათასი ლარით საქართველოს ტერიტორიულ წყლებში უკანონო თევზჭერის გამო. სეინერის მფლობელებს შეუძლიათ უახლოესი 10 დღის განმავლობაში მიმართონ სასამართლოს.

სასაზღვრო უწყების ინფორმაციით, სეინერი “შექერ ბაბა” უკვე მეორედ დააკავეს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში. 2000 წლის თებერვალში ქართველმა მესაზღვრეებმა ეს ხომალდი ისევ თევზის უკანონო ჭერისთვის დააკავეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button