ახალი ამბები

შევარდნაძე აცხადებს ნატოში გასაწევრიანებლად საფუძველი არსებობს

(თბილისი, 18 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – პრეზიდენტმა შევარდნაძემ დღევანდელ რადიოინტერვიუში და ბრიფინგზე დაადასტურა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტზე პრაღაში საქართველო ნატო-ში გაწევრიანების ოფიციალურ განაცხადს გააკეთებს.

“პოლიტიკოსთა, ისევე როგორც მოსახლეობის უმრავლესობა ემხრობა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. ნატოსთან დაახლოებისთვის პირველი ნაბიჯის გადასადგმელად საფუძველი მომზადებულია,” განაცხადა პრეზიდენტმა შევარდნაძემ.

მისი თქმით ევროპაში არ არსებობს ნატოს გარდა სხვა ორგანიზაცია, რომელიც რეალურად დაიცავდა მისი წევრი სახელმწიფოების სუვერენიტეტს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button