ახალი ამბები

ქართველი და რუსი მესაზღვრეები თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ

(თბილისი, 14 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – დღეს თბილისში რუს და ქართველ მესაზღვრეებს შორის რუსეთ-საქართველოს საზღვარზე უსაფრთხოების გაზდის თაობაზე მოლაპარაკებები იმართება.

თბილისში იმყოფება რუსეთის საზღვრის დაცვის ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონალური სამმართველოს დელეგაცია.

მოლაპარაკებებისას განიხილება ორი ქვეყნის მესაზღვრეებს შორის კომუნიკაციისა და ინფორმაციის გაცვლის საკითხები.

ორ ქვეყანას შორის საზღვრის დაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე შევარდნაძე და პუტინი 6 ოქტომბერს კიშინოვში გამართული შეხვედრისას შეთანხმდნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button