skip to content
ახალი ამბები

ჯეკ სტრო მიესალმა პიტერ შოუს გათავისუფლებას

(თბილისი, 7 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – 6 ნოემბერს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეკ სტრო მიესალმა ცნობას ბრიტანეთის მოქალაქის პიტერ შოუს Mმძევლობიდან გათავისუფლების შესახებ და საქართველოს ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა, – იტყობინება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

“ცნობამ პიტერ შოუს გათავისუფლების შესახებ აღმაფრთოვანა”, – განაცხადა სტრომ ოთხშაბათს.

“თბილისში ჩვენი საელჩო ყველაფერს აკეთებს, რომ გარანტირებული იქნას ბატონ შოუს თავისი ოჯახის წევრებთან რაც შეიძლება სწრაფად შეხვედრა. დიდ მადლობას ვუხდი მათ, ვინც პიტერ შოუს გათავისუფლებაში მონაწილეობდა”, – თქვა ჯეკ სტრომ.

57 წლის უელსელი პიტერ შოუ თბილისის ცენტრიდან 2002 წლის 18 ივნისს გაიტაცეს. ბრიტანეტის მთავრობა მჭიდროდ თანამშრომლობდა საქართველოს ხელისუფლებასთან შოუს გათავისუფლების მიზნით. ბრიტანეთის მთავრობას ასევე მჭიდრო კონტაქტები ჰქონდა თბილისში ევროკავშირის დელეგაციასთან, რადგან შოუ ევროკავშირთან ხელშეკრულებით მუშაობდა.

პიტერ შოუ 6 ნოემბერს ქართველი სამართალდამცავების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გაათავისუფლეს მძევლობიდან. ოპერაცია, სავარაუდოდ, პანკისის ხეობის ერთ-ერთ სოფელში ჩატარდა, თუმცა სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელები თავს იკავებენ კომენტარებისგან ოპერაციის დეტალების შესახებ.

არსებული ინფორმაციით, ოპერაციის დროს სროლის შედეგად მოკლული იქნა ერთ-ერთი დამნაშავე, რამდენიმე დაიჭრა, რამდენიმემაც მიმალვა მოახერხა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button