skip to content
ახალი ამბები

სამხედრო საბჭოს სხდომა ფოთში

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 21 აგვისტო, 2002) – დღეს ფოთში სამხედრო საბჭოს გასვლითი სხდომა გაიმართა. სხდომაზე განიხილებოდა შავ ზღვაზე სამხედრო თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა და საქართველოს საზღვაო ძალების მომზადების დონე.

სხდომაზე ასევე იმსჯელეს უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციებზე საქართველოს საზღვაო ძალების განვითარების შესახებ, ასევე საზღვაო ძალების ნაწილებში მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობასა და საქართველოსა და საბერძნეთს შორის სამხედრო საზღვაო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ ფოთში არსებული საქართველოს საზღვაო ძალების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა მოინახულა.

პარალელურად ფოთში გეგმიური სამხედრო საზღვაო სწავლებები მიმდინარეობს.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button