ახალი ამბები

თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ კოდორში მხოლოდ აფხაზები შევიდნენ

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 12 აგვისტო, 2002) – 12 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ კოდორში 100-მდე შეიარაღებული პირი იქნა შემჩნეული.

“ისინი აფხაზების ჯგუფია, რომელთა გადაადგილება არ იყო ქართულ მხარესთან შეთანხმებული. ამჟამად აფხაზურ მხარესთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ ეს ჯგუფი კოდორიდან იქნას გაყვანილი”, – ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

მანამდე დღეს პრეზიდენტის რწმუნებულმა კოდორში ემზარ კვიციანმა განაცხადა, რომ ამ 100 კაცს შორის რუსი სამხედროებიც იყვნენ. რუსეთმა ეს ბრალდება უარყო.

მსგავსი/Related

Back to top button