ახალი ამბები

რუსი ოფიცერი თავში მიყენებული დაზიანებით არის მოკლული

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 9 აგვისტო, 2002) – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსი ოფიცერი იგორ ზაიცევი მოკლულია თავის არეში მიყენებული ჭრილობებით.

სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს მკვლეობაში ეჭვმიტანილი. არაოფიციალური მონაცემების თანახმად, ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქე დავით ზასაშვილია. ეჭვმიტანილის სახელსა და საქმესთან დაკავშირებულ სხვა დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით არ ასახელებს.

იგორ ზაიცევის გვამი ნაპოვნი იქნა თბილისის ერთ-ერთ უბანში 7 აგვისტოს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქართული ხელისუფლება ზაიცევის მკვლეობაში დაადანაშაულა. რუსული მხარის განცხადებით, საქართველოში მიმდინარე ანტირუსულმა კამპანიამ დამნაშავეები რუსი ოფიცრის მოსაკვლელად წააქეზა.

მსგავსი/Related

Back to top button