ახალი ამბები

რუსეთის საჰაერო ძალები პანკისში ოპერაციისთვის მზად არიან

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 8 აგვისტო, 2002) – რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალები მზად არიან პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული ოპერაციის ჩასატარებლად, – განუცხადა დრეს ჟურნალისტებს რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლის მოადგილემ ანატოლი ნეგოვიცინმა.

რუსეთის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, რომლებიც ნეგოვიცინის სიტყვებს ეყრდნობიან, რუსეთის ავიაციას საქარტველოს ტერიტორია არ დაუბომბია, როგორც ამას საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებს. “ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს სუვერენიტეტს”, – თქვა ნეგოვიცინმა.

საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის ვალერი ხაბურძანიას თქმით, საფრენი აპარატები საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მხრიდან შემოვიდნენ და პანკისის ხეობაში ბომბები ჩაყარეს.

მსგავსი/Related

Back to top button