ახალი ამბები

აშშ მიესალმება ტრანსნაციონალური ნავთობსადენის მსენებელი კომპანიის შექმნას

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 6 აგვისტო, 2002) – “აშშ მიესალმება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მშენებელი კომპანიის შექმნას. ეს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია პროექტის რეალიზაციაში”,  – ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.

1 აგვისტოს ლონდონში მილსადენის მფლობელმა კომპანიებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტებს ნავთობსადენის მშენებელი კომპანიის შექმნის თაობაზე. საოპერაციო კომპანიის ფორმირებით მილსადენის მშენებლობას ფორმალური სიგნალი მიეცა.

ამ მილსადენით 1760 კმ-ის მანძილზე, აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთის ხმელთაშუაზღვის სანაპიროზე მდებარე საპორტო ქალაქ ჯეიჰანში მოხდება ნედლი ნავთობის ტრანსპორტირება.

“ჩვენ ვულოცავთ აზერნაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ხელმძღვანელობას ამ მიღწევას და კვლავ ვადასტურებთ მხარდაჭერას ამ პროექტისადმი”, – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

Back to top button