ახალი ამბები

საქართველოს ტერიტორია კვლავ დაბომბეს

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 5 აგვისტო, 2002) – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტმა კვირას გაავრცელა ცნობა, რომ 4 აგვისტოს გამთენიისას საქართველოს ტერიტორია რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთთან კვლავ დაიბომბა.

როგორც სასაზღვრო დეპარტამენტი აღნიშნავს, სავარაუდოდ, სუ-25-ის ტიპის სამმა რუსულმა ავიაგამანადგურებელმა საქართველო-რუსეთის საზღვარი 3.00-დან 5.00 სთ-მდე გადმოკვეთა და საქართველოს ტერიტორიაზე ბომბები ჩამოყარა.

ეს საქართველოს ტერიტორიის დაბომბვის უკვე მესამე შემთხვევა იყო გასული კვირის განმავლობაში. რუსეთის ხელისუფლება უარყოფს საქართველოს მიერ წაყენებულ ბრალდებებს დაბომბვასთან დაკავშირებით.

Back to top button