ახალი ამბები

ექსპერტების შეხვედრა სამშვიდობოების მანდატში შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით

(თბილისი, 19 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – ექსპერტები საქართველოდან და რუსეთიდან 18 მაისს მინსკში გამართულ შეხვედრაზე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსული სამშვიდობო ძალების მანდატში შესაძლო ცვლილებებს განიხილავდნენ.

ქართული მხარე სამშვიდობოების მოქმედების არეალის გაფართოებას და მათი ბლოკ-პოსტების გალის რაიონის სიღრმეში გადატანას მოითხოვს, დევნილების შინ უსაფრთხო დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით.

ქართულ დელეგაციას მინსკში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ ანთაძე ხელმძღვანელობდა.

აფხაზური მხარე სამშვიდობოების მანდატში ცვლილებების შეტანის წინააღმდეგია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button