ახალი ამბები

თევდორაძე შს მინისტრს დარღვევებზე პასუხისმგებლობას აკისრებს

(თბილისი, 7 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – “თქვენ ყველაფერი გააკეთე იმისათვის, რათა არჩევნებზე ვაკხანალია ყოფილიყო. სწორედ სამართალდამცველებს უნდა აღეკვეთათ დარღვევები რუსთავსა და სხვა ქალაქებში”, განუცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ შს მინისტრს კობა ნარჩემაშვილს.

თევდორაძის თქმით, გასულ წელს კობა ნარჩემაშვილის მინისტრის პოსტზე დანიშვნის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროში ვითარება არ გამოსწორებულა.

დეპუტატმა მერაბ ტყეშელაშვილმა მისი კოლეგის პოზიცია გაიზიარა და განაცხადა, რომ რუსთავში ბიულეტენების გამტაცებელთა შორის პოლიციის წარმომადგენლებიც იყვნენ.

გამოძიების მიმდინარეობის გამო პარლამენტში მიწვეულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ბიულეტენების გამტაცებელთა და ინციდენტის ორგანიზატორთა ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button