ახალი ამბები

რუსმა მესაზღვრეებმა ორი ქართველი დააკავეს

(თბილისი, 6 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – რუსმა მესაზღვრეებმა გუშინ, 5 მაისს, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში უკანონოდ შესვლას ცდილობდნენ.

რუსეთის საინფორმაციო საშუალებები რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ძალებზე დაყრდნობით იტყობინებიან, რომ საზღვრის დამრღვევებს ყალბი დოკუმენტები ჰქონდათ, რომელთა თანახმადაც ისინი საქართველოს შეიარაღებული ჯარებში მსახურობდნენ.

რუსეთის სასაზღვრო ძალების წარმომადგენლის განცხადებით, ორივე პირი საქართველოში იქნება დეპორტირებული.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button