ახალი ამბები

საქართველოს რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებას აპროტესტებს

(თბილისი, 29 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველომ შეშფოთება გამოთვა რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებაზე, თითქოს ამერიკელი სამხედროების შემოსვლა ხელს შეუშლის რუსეთის ჯარების გასვლას საქართველოდან.

“საქართველო ოფიციალურ კომენტარს მოითხოვს რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი ივანოვის განცხადებაზე,” განაცხადა 29 მარტს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა.

მენაღარიშვილის განცხადებით, აშშ-ის სამხედროების შემოსვლისადმი რუსეთის მიმართება ისტერიას ემსგავსება.

1999 სტამბოლის ეუთოს სამიტის გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთის სამხერდო ბაზებმა საქართველოს ტერიტორია უნდა დატოვონ.

ირაკლი მენაღარიშვილის განცხადებით, ამერიკელ ექსპერტთა მხრიდან ქართველ ჯარისკაცთა წრთვნების საკითხის დეტალები განიხილება. მან უარყო მოსაზრება იმის თაობაზე, თითქოს აშშ ინსტრუქტორების საქართველოში აღარ ჩამოვლენ.

28 მარტს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა განაცხადა, რომ აფხაზეთში შექმნილმა სიტუაციამ და ამერიკელი სამხედროების საქართველოში ჩასვლამ შესაძლოა რუსეთის ჯარების გაყვანას შეუშლოს ხელს.

იგი იმედოვნებს, რომ საქართველოში აშშ-ის გეგმები შეიცვლება.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button