ახალი ამბები
ავთანდილ ჯორბენაძე – ახალი სახელმწიფო მინისტრი
(თბილისი. 21 დეკემბერი. “სივილ ჯორჯია”) – როგორც მოსალოდნელი იყო, პარლამენტმა სახელმწიფო მინისტრის კანდიდატურაზე წარდგენილ ავთანდილ ჯორბენაძეს მხარი ერთსულოვნად დაუჭირა. გუშინდელ დღემდე ჯორბენაძე სოციალური უზრუნველყოფისა და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი იყო. “ის (ავთანდილ ჯორბენაძე) არც ერთ პოლიტიკურ გუნდსა და ფრაქციას არ მიეკუთვნება. ის კარგი ორგანიზატორია”, განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ 17 დეკემბერს, ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში.
This post is also available in: English (ინგლისური)